02:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 18:18:10, 1097 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივა ევროპამ დადებითად შეაფასა

საქართველოს ადვოკატთა ასცოციაციის კონკრეტული მოთხოვნები ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭომ (CCBE) დადებითად შეაფასა.  ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორის მდივანმა, დავით ასათიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

CCBE-სგან მიღებული ოფიციალური წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით გადაეგზავნა.

“CCBE-ისთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხია, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო განვითარების პროცესში განახორციელოს კონსულტაციები ადგილობრივ ასოციაციებთან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ ფარგლებში ჩამოყალიბებაში“, - ნათქვამია ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE)  პრეზიდენტის, რუთვენ გემელის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოითხოვს, საქართველოს მთავარ კანონში, მკაფიოდ დაფიქსირდეს ადვოკატის სტატუსი; პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე მხოლოდ ადვოკატი იყოს წარმოდგენილი  და სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისროს დამარცხებულ მხარეს.

 „როგორც მოგეხსენებათ, ადვოკატთა ასოცაციას, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, გარკვეული ინიციატივები აქვს, რაც კონსტიტუციაში ადვოკატის როლის განმტკიცებას, ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის გარანტიებს უკავშირდება.  ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში მოცემული სიტყვა დამცველი შეიცვალოს ტერმინით - „ადვოკატი“. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორც კონსტიტუციური, ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომლის ფარგლებშიც ყველა პირს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები პირადად, ან ადვოკატის მეშვეობით, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.  დაბოლოს, ქონებრივი და არაქონებრივი დავის შემთხვევაში, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მეორე მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“, - განცხადა ასათიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE გახლავთ ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics