|
2017-02-16 12:06:09, 2611 ნახვა
ეკონომიკა
სტოკჰოლმში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს, შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული ღვინის კომპანიების მხარდაჭერით სტოკჰოლმში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ადგილობრივ მომხმარებელში და პროფესიონალებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებას შვედეთის სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც, მათმა ნაწილმა გადაწყვიტა გაზაფხულზე პირადად ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის კულტურასა და ღვინის კომპანიების საქმიანობას. შვედეთის სამეფოს დედაქალაქში გამართული დეგუსტაცია საფუძველს უდებს სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ყველა იმ სამომავლო აქტივობას, რომელიც ქართული ღვინის კომპანიებმა შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელშეწყობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაგეგმეს. სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ათი ქართული ღვინის კომპანიის („ბაგრატიონი 1882", „ასკანელი ძმები", „მარანული", „თელედა", „გიუაანი", „ქინძმარაულის მარანი", „ბატონო", „ბი ჯი ვაინი", „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „იკანო") პრემიუმ ღვინოები. 2016 წელს, კერძო სექტორის ინიციატივითა და შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით შეიქმნა საქართველო-შვედეთის წარმომადგენლობა „ქართული ღვინო სკანდინავიის ქვეყნებისათვის" - GeoWine for Nordic, რომლის მიზანია ქართული ღვინის კომპანიების გაერთიანება ქართული ღვინის დასამკვიდრებლად სკანდინავიის ქვეყნების ბაზრებზე - შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი - სადაც ყოველწლიური ღვინის საშუალო მოხმარება ჯამში 330 მლნ. ლიტრს შეადგენს.
(NS)
AI-95 ბენზინი რუსული ბენზინგასამართი სადგურების 80%-დან გაქრა
ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წლის დასაწყისიდან მეორედ, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა გაეროში რუსეთის დაგმობაზე უკრაინაზე დარტყმების გამო
რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)