06:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 10:01:01, 2147 ნახვა

სამართალი
შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი, რომელიც დაიჭრა.

დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. შატბერაშვილის ორ ნომერში ინციდენტი დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. ექპერტ-კრიმინალისტები გადაკეტილ ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობენ. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.

"ექსპრესნიუსი"  მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics