01:17 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 16:46:45, 1000 ნახვა

საზოგადოება
საზმაუს აღმასრულებელი საბჭო ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მოუწოდებს, რეფორმის განხილვის პროცესში ჩაერთოს

აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმის მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესისთვის და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში,:

„ვინაიდან უახლოეს ხანებში მიღებული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადებრივი მაუწყებლის განვითარების მიმართულებას.

2005 წლიდან, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, მკაფიოდ არასოდეს ჩამოყალიბებულა ისკრიტერიუმები და თვლადი ინდიკატორები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლისმუშაობის შეფასება.  არსებობს მოსაზრებები, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ხედვა, როგორი საზოგადოებრივიმაუწყებელი სურს საზოგადოებას და რას ნიშნავს კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, არც ისკრიტერიუმები არსებობს, რითიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მუშაობა შეფასდებოდა.საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არსებული პრობლემები დიდწილად ამითიც არის განპირობებული.

მოქალაქეებიც და მედიაექსპერტებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ძირითადად, სუბიექტური ფაქტორებითაფასებენ, ანუ იმის მიხედვით, თავად როგორი შეხედულებაც აქვთ ამ ინსტიტუტის დანიშნულებისა და როლისშესახებ.

2017 წლის 9 თებერვალს, აღმასრულებელი საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივ სხდომაზე, სამეურვეოსაბჭომ იკისრა მნიშვნელოვანი და დროული ვალდებულება,  რომ 2017 წლის 16 თებერვალს წარმოადგენს დასაზოგადოებას გააცნობს, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმებით და ინდიკატორებით უნდა შეფასდესსაზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ფართო საზოგადოებრივი განხილვის პროცესში,  საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარების ორგვარი ხედვა გამოიკვეთა:

1.საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხედვისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და პროგრამულ პრიორიტეტებს, თუმცა, იგი მუდმივად ორიენტირებული იქნება ფართო მაყურებლის ინტერესზე, შესაბამისად,  მათი რაოდენობის (რეიტინგის) ზრდასა და კერძო მაუწყებლებთანკონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.  თუ სამეურვეო საბჭო გაიზიარებს აღმასრულებელი საბჭოს ხედვას,მაუწყებლის შეფასების  უმთავრესი ინდიკატორი იქნება მაყურებლის არჩევანი - თუ რომელ გადაცემას უყურებს სხვა გადაცემებზე უფრო ხშირად; რომელი გადაცემებია მისთვის მიმზიდველი. რეიტინგს დაემატება ხარისხისკვლევა და, შესაძლოა, კიდევ გარკვეული პარამეტრები, მათ შორის, ფინანსური. ამ პრინციპის მიხედვით მოხდებათითოეული გადაცემის შეფასებაც.

2.  ცალკეული მედიაექსპერტები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ აღმასრულებელი საბჭოსგან განსხვავებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასებისას, კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით, მაყურებელთა რაოდენობა არ უნდა იყოს მთავარი ინდიკატორი და  ძირითადი აქცენტი უნდა კეთდებოდეს ხარისხიანი გადაცემების მომზადებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ხედვას მიენიჭება უპირატესობა, საჭირო იქნება მკაფიო კრიტერიუმების დაინდიკატორების შემუშავება, რომლითაც შესაძლებელი გახდება როგორც მთლიანად მაუწყებლის, ასევე თითოეული გადაცემის ხარისხის შეფასება.

ცხადია, ორივე ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა და აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი შეფასების სისტემის ჩამოყალიბება“,-ნათქვამია განცხადებაში.

აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას უმთავრესად რეიტინგის ზრდასა და ხარისხის კონტროლს უკავშირებს. მათი შეფასებით, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარეობს სამეურვეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმა. სამეურვეო საბჭო  კიდევ ერთხელ მოკლედ  განმარტავს მის ძირითად ასპექტებს:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს და სამეურვეო საბჭოს მიერდადგენილ პრიორიტეტებს. ამავე დროს, მის განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს კონკურენციის პრინციპი.საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად ორიენტირებული უნდა იყოს რეიტინგის, ანუ მედიის ბაზარზესაკუთარი წილის ზრდაზე.

2. პირველი არხის - რომელიც ფლაგმანის ფუნქციას შეასრულებს - წილი მედიაბაზარზე უნდა იყოს არანაკლებ 15%. ეს დათქმა ცვლილების სახით უნდა შევიდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, უკვე არსებულ საკანონმდებლო ვალდებულებასთან ერთად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ფარავდეს ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს. ცვლილება დებულებაში უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

3. თუ პირველი არხის წილი მედია ბაზარზე 15%-ზე ნაკლები გახდება, სამეურვეო საბჭომ უნდა დააყენოს გენერალური დირექტორისა და ბლოკის დირექტორების მიმართ ნდობის საკითხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის რეფორმას საფუძვლად უნდა დაედოს ეს სამი პრინციპი. საბჭოს ცნობით, ამ პრინციპებიდან გამომდინარეობს  მათი ხედვა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„1. როგორც კი სამეურვეო საბჭო და მმართველი გუნდი შეთანხმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარების მიმართულებაზე, რომ მაუწყებელი ორიენტირებული იქნება მაყურებლის ინტერესისა და რაოდენობის ზრდაზე - ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტული გადაცემების შეფასების ინდიკატორს, რომელიც მთავარი პრინციპის შესაბამისი იქნება. 

2.  ინდიკატორი უნდა დაეფუძნოს ყველასთვის ხელმისაწვდომ და გამჭვირვალე პრინციპს, რომელიც თითოეულ გადაცემას მიმართავს იქით, რომ ორიენტირებული გახდეს მაყურებლის მოზიდვაზე, ხარისხსა და განვითარებაზე. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული მკაფიო ინდიკატორით და არა სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყდება, რომელი გადაცემა დარჩება ეთერში და რომელი - შეჩერდება.

3. 2018 წლიდან ბადეს დაემატება კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები და ყოველი სატელევიზიოსეზონის ბოლოს ყველა გადაცემა შეფასდება შეთანხმებული ინდიკატორით.

4. იმის, გამო, რომ რადიოს რეიტინგის შესახებ მონაცემები საერთოდ არ არსებობს,  რადიო 1-ის და რადიო 2-ის მომავლის განსაზღვრისთვის და რადიოს ახალი კონცეფციის შესამუშავებლად ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, ფოკუსჯგუფები და სხვა კვლევები. საზოგადოებრივი რადიოს განვითარება დაეფუძნება იმავე პრინციპებს, რა პრინციპების მიხედვითაც განვითარდება საზოგადოებრივი ტელევიზია.

სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ არსებობდა არც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის და არცკონკრეტული გადაცემების შეფასების მკაფიო კრიტერიუმები, აღმასრულებელმა საბჭომ თავიდანვე უარი თქვაგადაცემებთან დაკავშირებით სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვენ ავირჩიეთ გზა,რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გამჭვირვალებას, სამართლიანობას, კონსენსუსს და თანამშრომელთაუფლებების დაცვას.

ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დიდ მონაპოვრად მიგვაჩნია ის უპრეცედენტოდაქტიური დისკუსია, რაც ამჟამად მიმდინარეობს მისი განვითარების კონცეფციებთან, გზებთან და ორგანიზაციისშეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი იმ ახალი და მნიშვნელოვანიეტაპის დასაწყისია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაქსიმალურად მოკლე ვადაში გარდაქმნის ხალხის ინტერესებზე, მაყურებლის მოზიდვასა და ხარისხზე ორიენტირებულ მედიაოგრანიზაციად“,-ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics