03:33 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 14:44:55, 1223 ნახვა

საზოგადოება
დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები  „ნებულას” ვებ-გვერდზე (http://www.nebula.ge)  საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას” აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ  მოაწერეს.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics