21:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 12:49:02, 541 ნახვა

რეგიონი
საზღვაო ჰოსპიტალში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა სურამანიძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მანანა ფაღავასთან და ინდირა ნაკაიძესთან ერთად საზღვაო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2017 წლის პროგრამები წარდეგინა.

2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 14, 562, 900 ლარს შეადგენს, აქედან პროგრამული ნაწილი 11 829 990 ლარით განისაზღვრება. წელს სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ჯამში 25 პროგრამას ახორციელებენ.

2017 წლის პროგრამული სიახლეები:

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წელს პირველად ახორციელებს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამას. პროგრამის მიზანია: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება, პაციენტისათვის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება. პროგრამის მოსარგებლეებს წარმოდგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინასებდა 10 000 ლარის ფარგლებში.

„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები).

2017 წელს, „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით გაიზარდა 100 000 ლარით.  სამინისტრო დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს გეგმიური ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას 30%-ით დაუფინანსებს.

2017 წელს გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა 57,069 ბენეფიციარს. აქედან, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 6,662-ს (რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით მეტია), სოციალური დაცვის პროგრამებით - 2,280-ს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით 48,007-ს, დასაქმების სააგენტოს პროგრამებით გადამზადდა -120 ბენეფიციარი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics