|
2017-02-15 12:01:53, 2150 ნახვა
საზოგადოება
ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა - უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას ხელი 1 ან 2 მარტს მოეწერება
ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც იოზვაკი წერს, დარჩენილი პროცედურები, კერძოდ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან დროებითი შეჩერების მექანიზმის მხარდაჭერა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში დასრულდება. წევრი ქვეყნის მიერ ე.წ შეჩერების მექანიზმის მხარდაჭერის შემდეგ, აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდება. ძალაში რჩება საქართველოსთვის მიცემული დაპირება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უახლოეს პერიოდში მიიღებს. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის ინფორმაციით, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ბოლო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება. გაბრიელის თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ხელი 1 ან 2 მარტს მოეწერება. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი - 553 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 66 დეპუტატი იყო, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)