|
2017-02-15 11:20:48, 1949 ნახვა
სამართალი
აბესაძე: მოსამართლე ნაზღაიძე ცდილობს, მიწის ნაკვეთი ჩოხელზე გადააფორმოს
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ის საგამოძიებო უწყებაში მისვლას აპირებს. მანამდე, აბესაძემ დღევანდელ ბრიფინგზე "მოსამართლე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთის კორუფციული სქემის" ახალ დეტალებზე ისაუბრა: ,,დაახლოებით ორი კვირაა, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან უპრეცედენტო ფაქტის გამოძიება მოვითხოვეთ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში და მასში მოსამართლის ოჯახია ჩართული. ამ ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ ხელისუფლების არაერთი მცდელობა ვნახეთ გადაეფარა აღნიშნული საკითხი და საზოგადოების ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიება. ამასობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ნაზღაიძე ცდილობს მიწის ნაკვეთი ბატონ ჩოხელზე გადააფორმოს და ამით შემდგომში სამართლებრივი პრობლემები შექმნას იმისათვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი და სახელმწიფო ფინანსები რეალურად მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. ნორმალურ შემთხვევაში, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონოდა ყადაღა დადებული აღნიშნულ ქონებაზე და არ უნდა მიეცა საშუალება საჯარო რეესტრისთვის განეხორციელებინა მესაკუთრის უფლება, რამაც შესაძლებელია სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას. დღეს, მე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. გაუგებარია, რა არის პროკურატურის მოტივაცია, როდესაც თავად არ ინტერესდებიან, არ იძიებენ და არ პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომელიც საჯაროდ დაისვა ამ ხნის განმავლკობაში. რა თქმა უნდა, მე მივალ მთავარ პროკურატურაში და კიდევ ერთხელ მივცემ მითითებებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად იმისთვის, რომ ეს დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. ვიდრე პროკურატიურა დუმს ამ კორუფციულ ფაქტზე, ნაზღაიძემ დრო იხელთა და შემდგომ მოქმედებებს ახორციელებს. ხელშეკრულება გაფორმებულია 10 თებერვალს საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულებული წარმოება ნაკვეთის გადაფორმებაზე, ამიტომ პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მისცეს საშუალება ნაკვეთის გადაცემის,’’ - აცხადებს ირაკლი აბესაძე. საპარლამენტო უმცირესობამ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ აღნიშნულ საკითხზე სუს-ის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება გუშინ მოითხოვა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)