2017-02-14 23:50:52, 1295 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის ოფისში სართველოს მედიის პროფესიული კავშირისა და უჩა ნანუაშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
15 თებერვალს სახალხო დამცველის ოფისში სართველოს მედიის პროფესიული კავშირისა და უჩა ნანუაშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
მედია პროფკავშირი ომბუდსმენს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა, მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან