2017-02-14 16:14:29, 1196 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ილია მეორე სამშობლოში დაბრუნებას.
საპატრიარქოში ვარაუდობენ, რომ უწმინდესი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.
პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა დასჭირდა. მას ოპერაცია 13 თებერვალს გაუკეთდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან