20:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 10:59:30, 1316 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქალაქ რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პესრპექტივებზე ისაუბრეს. ლატვიურმა მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ვიქტორ დოლიძემ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორების დახმარებით მუდმივად იქნება ნატო-ს, თუ ევროკავშირის ღონისძიებების დღის წესრიგში. სახელმწიფო მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა სხვადასხვა ფორმატში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.  „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ლატვიელი მეგობრებისგან და პარტნორებისგან, მოვიცავით ძალიან ფართო სპექტრი საკითხების, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირის სამიტებზე მხარდაჭერა, ბუნებრივია. ახლა, ამ მხარდაჭერას სჭირდება კონსოლიდირება და კონკრეტული გეგმა-გრაფიკის შემუშავება, რისიც ძალიან კარგი საფუძველი არსებობს, როგორც ლატვიელი, ისე ლიტველი და ესტონელი კოლეგების მხრიდან“, -აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა წარმატება უსურვეს საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ  შორის თავდაცვის მიმართულებით რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაადასტურეს ლატვიის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს  ვიქტორ დოლიძემ და ნატო-ს სტრატეგიული კომუკაციების ცენტრის დირექტორმა იანის საარტსმა სახელმწიფო მინისტრის, ასევე, 13 თებერვალს,  ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  თავის მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„სტრატეგიული კომუნიკაციები დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, როგორც ჩვენს ნატოელ, ისე ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ამგავრი სტრატეგიული კომუნიკაცია, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან, რათა ქვეყნის გარეთაც უკვე დაგეგმილ ღონისძიებეზე, განსკუთრებით უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სფეროში, რაც შეიძლება მეტი ურთიერთკოორდინირებული  მუშაობა გავაგრძელოთ“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics