00:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 10:50:23, 1062 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

“ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში შექმნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ჩარიცხულ თანხას ყველა დაზარალებულის რეაბილიტაციისათვის სათანადოდ  გადაანაწილებენ.

დახმარების თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002

ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602

ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

ასევე შეგიძლიათ  განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის ,,მაგთის", ,,ჯეოსელის", ,,ბილაინის" აბონენტებმა შემდეგ ნომერზე 0 901 901 959

ზარის ღირებულება 1 ლარი.

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება მოუწოდებს ადამიანებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ  თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics