13:02 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 23:05:08, 2216 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში, პროგრამა - „ბიზნეს ინკუბატორის" ღია კარის დღე გაიმართა

ტექნოპარკში „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა -  „ბიზნეს ინკუბატორის" ღია კარის დღე გაიმართა.  

შეხვედრაზე, „ინოვაციების სააგენტოსა" და  „მართვის აკადემიის" წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ და პასუხი გასცეს  სტუმრების   შეკითხვებს. ღია კარის დღეზე, ასევე   წარმოდგენილები იყვნენ  „ბიზნეს ინკუბატორის" მეორე ნაკადის გუნდები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს. 

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ" პროგრამის - ,,ბიზნეს ინკუბატორი" ახალი, მესამე  ნაკადის მიღება დაიწყო. „ბიზნეს ინკუბატორი"  არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი. 
 
ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის" 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს.  საწყის ეტაპზე  გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს" გაივლიან, მომდევნო  სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნეს გეგმა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან - „საქპატენტთან", „დელოიტთან" და „მართვის აკადემიასთან" ერთად ახორციელებს.  

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000  ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს, დატრენინგდებიან ისეთი  მიმართულებებით როგორებიცაა:  პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და სხვა. მათ  კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში; გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით  და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5,000 -მდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისათვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics