|
2017-02-13 17:59:03, 2436 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კიდევ ერთი ახალი კომპანია შეემატება
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ 225 საწარმოს კიდევ ერთი, მსუბუქი ბეტონის ბლოკის მწარმოებელი კომპანია შეემატება. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შპს ,,ბ.ა.ლ. გრუპი’’ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადგილობრივი ბაზრისთვის გაზობეტონის ბლოკების წარმოებას გეგმავს. ,,ბ.ა.ლ. გრუპი’’ მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიის მიერ სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 425 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 11 ადამიანს უტოლდება.
AI-95 ბენზინი რუსული ბენზინგასამართი სადგურების 80%-დან გაქრა
ფონდი „ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წლის დასაწყისიდან მეორედ, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა გაეროში რუსეთის დაგმობაზე უკრაინაზე დარტყმების გამო
რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)