23:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 17:04:44, 1353 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქის მოწამლვის ისტორია უცნაურია, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია, ამიტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა პროტოიერეიმ იგორ იაკიმჩუკმა "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა.

"რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთელი ეს ისტორია, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფება", - განაცხადა იაკიმჩუკმა.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების გახსენება ისტორიაში, რთულია, განსაკუთრებით ბოლო 100 წლის განმავლობაში. როგორც მან განმარტა, "რუსულ ეკლესიაში ჯერჯერობით გაურკვევლობაა მომხდართან დაკავშირებით და მათ არ იციან არის თუ არა ეს მოწამლვის მცდელობა თუ რამე ინფორმაციული ბრძოლის ნაწილი".

"მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული კრიტიკული მომენტებისა, საეკლესიო ურთიერთობებზე ეს არ ასახულა და პირიქით ურთიერთობები უფრო გაძლიერებულა კიდეც", - დასძინა იაკიმჩუკმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. 

უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე, გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. აეროპორტში დაკავებისას, მას "ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics