12:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 10:00:41, 807 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრმა პოლონეთის მთავრობას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა პოლონეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენცია.

„პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების გზით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში თანამშრომლობა. ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება რეგიონალურ ფორმატებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ევროპოლის ფარგლებში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც დაეფუძნება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც შვედეთის ეროვნულ პოლიციასთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების დანიშვნამ პოზიტიური შედეგები მოიტანა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics