2017-02-12 10:30:47, 1041 ნახვა
საზოგადოება
ვაზიანი-თელავის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა შესაძლებელი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 (ვაზიანი-თელავი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან