2017-02-11 20:36:19, 1323 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.
"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 მოიგეს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება.
შეგახსენებთ, საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 საათზე, რუსთავში გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან