18:34 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 12:31:26, 1354 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრები უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ფიქრატ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ბაქოს აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ესტუმრა, რათა ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

 აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP"-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის" სრულფასოვანი წევრის სტატუსი აღიდგინოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების  გადაწყვეტილება შარშან  კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება შეიცვალოს და „ღია მმართველობის პარტნიორობაში" საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონი სრულფასოვნად წარმოადგინონ. 

გარდა ამისა, მინისტრებმა მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო როგორც სასამართლო რეფორმას ორივე ქვეყანაში, ისე მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემას, ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და მედიაციის განვითარების საჭიროებებს. დასასრულ, თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. 2016 წელს საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს, მიმდინარე წელს კი საფრანგეთისგან თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს გადაიბარებს.

ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.

იუსტიციის მინისტრმა დღესვე პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics