|
2017-02-10 21:10:24, 1676 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ოპოზიციას: თუ ფიქრობთ, რომ დროის ხელოვნურად გაჭიანურებით პროცესს შეაფერხებთ, ეს არ გამოვა
„დარწმუნებული ვარ, რომ სისტემა, რომელსაც ჩვენ ერთად მივიღებთ კონტროლის თვალსაზრისით იქნება კიდევ უფრო ძლიერი და უფრო გავაძლიერებთ ამ კონტროლს“,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, „მოსმენებთან“ დაკავშირებული კანონპროექტი იმ ვადაში იქნება მიღებული, რა ვადაც მას აქვს. „თუ თქვენ ფიქრობთ რომ დროის ხელოვნური გაჭიანურებით ის განწყობა ან ის მოტივაცია, რამით შევაფერხოთ ამ კანონის დროულად მიღება და ამოქმედება ჯერ ეს ერთი არ გამოვა. იმიტომ რომ ჩვენ მივიღებთ ამას იმ ვადაში, რა ვადაშიც უნდა მივიღოთ. არ არის ამ საკითხისადმი სერიოზული და პასუხისმგებლობის მატარებელი დამოკიდებულება. ძალიან ვისურვებდი, როდესაც ჩვენ გავაგრძელებთ პირველი მოსმენით ამ თემებზე საუბარს შემდეგ კვირას, მაინც მივიღებთ იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია ამ ბალანსის დასაცავად ადამიანის პირად ცხოვრებასა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სისტემა, რომელსაც ჩვენ ერთად მივიღებთ და კონტროლის თვალსაზრისით იქნება კიდევ უფრო ძლიერი და უფრო გავაძლიერებთ ამ კონტროლს. ეს სისტემა მოემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვას და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას. ეს არის ამოცანა, რა ამოცანითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით როდესაც ამ პაკეტზე ვმუშაობდით. როგორც არ უნდა შეუშალოთ ხელი ამ პროცესს, როგორი იერიშიც არ უნდა მიიტანოთ თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ჩვენ პირველ რიგში გამოვხატავთ მზაობას, რომ ეს ინსტიტუტები იყოს ძლიერი იმისთვის რომ ემსახურებოდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)