18:34 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 20:42:43, 1649 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების  მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ რეგიონში არამედ გლობალურად - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც ვაშინგტონში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მხარეებმა განაცხადე, საქართველომ ბოლო წლებში გაატარა წარმატებული დემოკრატიული და  ეკონომიკური რეფორმები და იგი წარმოადგენს მაგალითს მთელს რეგიონში, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი განავითაროს ეკონომიკა, იქცეს რეგიონულ ჰაბად და მოიზიდოს ინვესტიციები. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და იმ სიმამაცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში.  

სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განვითარების გზა და რეფორმების ის  მიმართულებები, რაც საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა კარგი მმართველობის, განათლების სისტემის და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს განვითარება არის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

 შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

 როგორც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ამერიკის მტკიცე პარტნიორია, არამედ იზიარებს დასავლური სამყაროს საერთო ფასეულობებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თავისუფლებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბოლო ოთხი წლის განმალობაში. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს განვითარების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები.

"მსოფლიოს მასშტაბით აშშ ძალიან აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პროცესებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და ძალიან პოზიტიურად შეფასდა ყველა ის პროცესი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს დღეს რეგიონში და საქართველოს, როგორც რეგიონის ჰაბის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ, ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ჩვენ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი სუვერენიტეტისადმი და მათ აქვთ სურვილი, რომ მაქსიმალურად საქართველოს დაუდგნენ ყველა იმ პროცესში გვერდით, რომელიც ხელს შეუწყობს  ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენს სახელმწიფო სიძლიერეს", - აღნიშნა ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განაგრძონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიიწვია. რექს ტირელსონმა გამოხატა დაინტერესება შესაძლებლობების ფარგლებში ეწვიოს საქართველოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics