|
2017-02-10 19:35:33, 1281 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე „მოსმენების კანონპროექტზე“: ოპონენტების ნაწილი რასაც გვთავაზობთ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ დაიცავს
„ის რასაც ოპონენტების ნაწილი გვთავაზობს, ნამდვილად ვერ დაიცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და უსაფრთხოებას“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე „მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საჭიროა კლასიკური და მართებული გადაწყვეტილების მიღება. „რაც არ უნდა ცადოთ რომ ამ ძირითად ხაზს გადაგვახვევინოთ, ჩვენი მოვალეობა მაინც არის ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ როდესაც ვფიქრობთ, თუ როგორი მოდელი გვჭირდება, პირველ რიგში ამაზე ვფიქრობთ. ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების უსაფრთხოება, რომ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელმაც არ უნდა შეასუსტოს ეს სისტემა. ეს არის ხელისუფლების ამოცანა და გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება იღებს და არა სხვა დაინტერესებული რომელიმე მხარე. ის რასაც ოპონენტების ნაწილი გვთავაზობთ,ნამდვილად ვერ დაიცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და უსაფრთხოებას. პირდაპირ გეტყვით, რასაც ითხოვენ ეს არის ამ ფუნქციის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქციის პრაქტიკულად პრივატიზაციაზე გატანა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა. ეს არ არის რომელიმე კერძო სექტორის რეფორმა. ეს არის უსაფრთხოების სისტემა, სადაც კრეატიულობა ნაკლებად არის საჭირო. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ კლასიკური და მართებული გადაწყვეტილება. მით უმეტეს როცა რეგიონი და მსოფლიო დღეს არის სავსე რისკებით. ჩვენ ამ ფონზე ექსპერიმენტები არ უნდა ჩავატაროთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობაზე და სისტემაზე“,-განაცხადა თალაკვაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)