|
2017-02-10 19:30:20, 1361 ნახვა
საზოგადოება
ინაშვილი: უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების სამსახური, რომლის კომპეტენციაში უკანონო მოსმენის აღკვეთა იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით შესაბამისი სააგენტოს ჩამოყალიბებას და მის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. როგორც ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების სამსახური, რომლის კომპეტენციიში უნდა შედიოდეს, მესამე პირების მხრიდან ორგანიზებული უკანონო მოსმენების აღკვეთა. "ძალიან კარგად მესმის სულისკვეთება და განწყობა უმრავლესობის მხრიდან და ოპოზიციის მხრიდანაც. ჩვენი გუნდი მომხრეა, რომ ეს სტრუქტურა, ეს სააგენტო იყოს დამოუკიდებელი. თუ დაზვერვის სამსახური არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და ექვემდებარება პრემიერს, ანალოგიურ რეჟიმშიც ეს სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს. არანაირად არ იყოს სუს-ის დაქვემდებარებაში. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების სამსახური, რომელსაც მარტო ის კომპეტენცია არ ექნება, რომ მოისმინოს. ახლა ვსაუბრობთ, მოსმენების იმ ნაწილზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან არის კავშირში და არა იმ მოსმენებზე, რასაც "ნაციონალუი მოძრაობა" უკანონოდ აცორხიელებდა. პლუს ამ კიბერუსაფრთხოების კომპეტენციიში უნდა შედიოდეს, მესამე პირების მხრიდან ორგანიზებული უკანონო მოსმენების აღკვეთა იგივე ანტიმოსმენა. სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერის წარდგინებით უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი. ორი შტოდან უნდა ჰქონდეს კონტროლი. კარგია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტზე პარლამენტის მხრიდან კონტროლის ბერკეტი არსებობს. მაგრამ, უნდა იყოს ცალკე კოლეგიალური საბჭო შექმნილი, სასამართლოს, პროკურატურის, უშიშროების საბჭოს, ომბუდსმენის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. მთელი ღამის განმავლობაში ვფიქრობდი სად არის ეს გასაღები?! ის გასაღები, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ ადამიანის უფლებებს დაიცავს. დღეს ქვეყანას აკლია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები, რომლებსაც მარტო კანონი კი არ აუკრძალავს, არამედ ამ სააგენტოს ხელმძღვანელს მორალური კრედოს პრინციპები, არ მისცემს იმის საშუალებას, რომ შევიდეს ტკბობაში. არ გააკეთებს იმიტომ, რომ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი და ვწუხვარ, რომ ამ დარბაზში ასეთს ვერავის ვხედავ ან ცოტას თუ ვნახავ ეგეთს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ პრემიერი უნდა აკეთებდეს წარდგინებას აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ვსაუბრობთ", - განაცხადა ინაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)