22:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 17:49:08, 966 ნახვა

საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა არ დაიხურება

საზოგადოებრივ მაუწყებელში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია ექსპერტები მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს და აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა  მაუწყებლის რეფორმის გეგმა იყო. ვასილ მაღლაფერიძემ  ყურადღება გაამახვილა სატელევიზიო არხების წილობრივ მაჩვენებელზე.მისი განმარტებით, 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე 2.4 იყო, ხოლო 2017 წლის იანვარში -1,85, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტორიას ყოველდღიურად  კარგავს. მაღლაფერიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებს თავის ფუნქციას, როდესაც მას  ბაზრის წილის მინიმუმ 15 % უკავია.

„როგორც ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ხდება, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ცვლილებები არ უნდათ. უნდა შევთანხმდეთ,  რაში გამოიხატება ეს ცვლილებები. არსებობს აბსოლუტურად ზუსტი  მონაცემი, რომელსაც მე  ვეყრდნობი, სხვა მონაცემი მე არ მაქვს, რომ დავეყრდნო- 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე იყო 2.4. 2017 წლის იანვარში  არხის წილი იყო 1,85. ეს ხაზი მოდის ქვემოთ, გარდა ამისა,  არის ჩატარებული ძალიან ბევრი კვლევა, არის რეკომენდაცია, რომ ყოველდღიურად არხი კარგავს აუდიტორიას, თუარ  განხორციელდა ცვლილებები. ვინ, რატომ არ წარადგინა თავის დროზე, ეს სხვა თემაა, მაგრამ ჩავთვალე ვალდებულად, რომ საზოგადოებას ამის შესახებ სცოდნოდა.  ძალიან მნიშვნელოვნად იდგა საკითხი, რომ სინამდვილეში საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა  ვსაუბრობდით საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სხვადასხვა ფორმატში, არ არსებობდა მყარი კრიტერიუმი, რითაც გაიზომებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხი. კერძო არხებთან დაკავშირებით ეს არის გარკვეული, რადგან  ეს არის სარეკლამო ბაზარი, ამაზე დამოკიდებულია მისი ბაზრის წილი, მისი სარეკლამო შემოსავალი და აქედან უყურებენ მფლობელები. ყოველთვის იყო საუბარი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა გაიზომოს ისე, როგორც კერძო, მაგრამ  როგორ უნდა გაიზომოს, ამაზე პასუხი, არ არის. ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე და ჩვენი ხედვა მთლიანად ემყარება  ამას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხი უნდა გაიზომოს-რეიტინგი+კვლევა ხარისხისა და კიდევ შეიძლება რაღაც კრიტერიუმი შემოვიდეს, არვიცი. რეიტინგი არის რეიტინგი და ხარისხის კვლევა არის, რომ რეიტინგი  არ იქნას მიღწეული იმ მეთოდებით და იმ საშუალებებით, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნებს. იგულისხმება  სიყვითლის რაღაც ხარისხი.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულებს თავის ფუნქციას, როდესაც მას  ბაზრის წილის მინიმუმ 15 % უკავია. რასაკვირველია, შეიძლება ეს განისაზღვროს  და იყოს 12, შეიძლება 10, შეიძლება  საოზგადოება შეთანხმდეს და იყოს 2, მაგრამ  ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ეს კითხვა არ დაისვას“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომელსაც ყველა გადაცემა გაივლის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ყველა გადაცემა არ დაიხურება და მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება გადაცემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

„მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში და ვთქვათ, რა არის ეს? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის 15. ვთქვათ-2, მაგალითად, მე არვიცი, როგორ უნდა  ვიმოქმედო, როცა არ მაქვს ინდიკატორი, როდესაც გადაცემას აქვს, მაგალითად,  0.1 რეიტინგი და  ამბობენ, რომ ეს გადაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. ვუყურებ, რომ 0.1 თუ არის, მას არ აქვს ყურებადობა, არვიცი, როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, როცა არხი  არის 1.85 და მისი ბაზრის წილი არის ქვემოთ კიდევ. რაც შეეხება დახურვას,ღიად ეს მსჯელობა არასდროს არ იყო, ჩვენ შევიტანეთ პროექტი,  ჩვენ არ დაგვიხურავს გადაცემები, როგორც აქ მომხდარა ხოლმე. რასაკვირველია, ამ გზითაც შეიძლებოდა წასვლა, მაგრამ ამ გზით არ წავდეით. ვთქვით, რომ 102 გადაცემაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე,ესაა ჩვენი დაკვირვებით ძალიან მძიმე ტვირთი და  გამოვდივართ იმ რესურსიდან, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პირველ ნაწილში არ ვდაობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას ტექნიკური კოლაფსის წინაშე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დგას ამ პრობლემის წინაშე, იყო ის, რომ არ იყო არასდროს განსაზღვრული მისი შეფასების  კრიტერიუმი. ამოცანა კიარ იყო, რომ მე  8, 7, ან 15 გავხდე, არა მოდი, კიდევ  ჩავუშვებ ერთ გადაცემას, რადგან ვიღაცამ თქვა, რომ ერთი გადაცემა საჭიროა. შეიძლება კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ტევადობა. სწორედ ამიტომაც, გაიხსნა ეს მსჯელობა“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ ოპტიმიზაცია მხოლოდ გადაცემების შეჩერების ხარჯზე შეიძლება მოხდეს:

„და ვუთხარით, რომ თუ შეჩერდება ყველა გადაცემა, ეს მოგვცემს 15 მილიონის ეკონომიას, ოღონდ  არ შევაჩერეთ და ვთქვით, რომ მოდით დავიწყოთ რაღაც კრიტერიუმებზე საუბარი, რომლითაც შეიძლება  უკან დაბრუნდეს ეს გადაცემა, ან იქნებ არც შეჩერდეს, ან ბორდს ვუთხარით, მოდი, კრიტერიუმები დაგვიდგინე, რამდენი გადაცემა ჩერდება, ეს არის შეტანილი სწორედ. გავხსნათ საზოგადოებასთან მსჯელობა.

რაც შეეხება არჩევნებს , ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, რატომაც ვთქვით, რომ საჭიროა სიტუაციის შეჯანჯღარება და ამ მდგომარეობიდან  გამოსვლა, სწორედ არჩევნებია. არჩევნებში  უნდა შევასრულოთ ის ფუნქცია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს  თვითმმართველობის არჩევნების წინ,  არ აქვს არც ერთი რეგიონალური ოფისი.

ბორდმა აიღო ვალდებულება, შემოიტანს რაღაც ვარიანტს და გახდება ფართო მსჯელობის საგანი.  დადგინდება კრიტერიუმები, რომელიც ყველა გადაცემას უნდა მიუდგეს“,-აღნიშნა მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიდება კრიტერიუმები, მაღლაფერიძე კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს:

 „თუ გაივლის  გადაცემა კრიტერიუმებს, დარჩება.  ცხადია, კრიტერიუმები გამოიხატება ფინანსებშიც და როცა  განსაზღვრავს ბორდი საბოლოო ჯამში კონსულტაციებით, უნდა დავინახოთ, რომ არხს ამის ზიდვა შეუძლია, 102 გადაცემის ზიდვა  არხს არ შეუძლია, მაგრამ 102 გადაცემა არის იმიტომ, რომ უკრიტერიუმო რეჟიმში ვართ. როცა კრიტერიუმი განისაზღვრება,  მათ შორის ფინანსური კრიტერიუმებით განისაზღვრება.  სულ 15 მილიონის მარჟაა ამ გადაცემებში. თუ ისევ ჩავუშვებთ მთლიანად 15 მილიონის გადაცემებს, ახლავე გეუბნებით, რომ არხი გაჩერდება“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ასევე, მაღლაფერიძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რეიტინგი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი არხის განმსაზღვრელი:

„მაშინ უნდა გაიწეროს, ვინ არის განმსაზღვრელი.პარლამენტიდან ტრანსლირება აღმოჩნდა, რომ კანონით არ არის განსაზღვრული. არ ევალება კანონით, მაგრამ პარლამენტიდან ტრანსლირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამას ეს უჯდება არც თუ ისე პატარა თანხა“,-აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics