22:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 17:38:12, 1013 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისთვის დეპუტატების დასჯის ინიციატივით გამოდის

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს ზოგადი წინადადებით მიმართა, რომელიც დეპუტატების მიერ სიძულვილის ენის ან დაუცველი ჯგუფების მიმართ სხვა სახის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ეხება.

ომბუდსმენი ზოგად წინადადებაში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა კი ამ სინდრომის მქონე ადამინებს „ავადმყოფები“ უწოდა. წინადადებაში ასევე ასახულია პარლამენტის სხვადასხვა წევრების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ.

„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზოგად წინადადებაში მითითებული გამონათქვამები, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრებს ეკუთვნის, თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე და მოქმედი პარლამენტარების მხრიდან მსგავსი გამონათქვამების მომავალში თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით:

განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესაძლებლობა;

პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების განსაზღვრის შემთხვევაში, განიხილოს „მოვალეობის შესრულების“ ფარგლებს გარეთ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, „სიძულვილის ენის“ შემცველი განცხადებების, ან დანაშაულებრივი მოწოდებების გამო პარლამენტის წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა;

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის და მისი განხორციელების ფორმების შექმნა მოხდეს ვენეციის კომისიის შესაბამის ანგარიშში განხილული მოდელების (სასამართლოს ან პარლამენტის მიერ იმის განსაზღვრა, ექცევა თუ არა პარლამენტარის გამონათქვამი მისი ინდემნიტეტის ფარგლებში) გათვალისწინებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics