|
2017-02-10 16:58:26, 1044 ნახვა
საზოგადოება
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა შრომითი უსაფრთხოებისთვის მარეგულირებელი ორგანოების როლზე და სისტემის გამართული მუშაობისთვის კომისიის ფუნქციაზე ისაუბრა. სერგეენკოს განმარტებით, შრომის ინსპექციის მოვალეობას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შეფასება წარმოადგენს და არა უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება. ამ მიმართულებით მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა უწყების, მათ შორის - ეკონომიკის, შსს-ს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ან კონკრეტული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურებს ევალება. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქცენტის გადატანა მინდა შრომითი ინსპექციიდან სხვა მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ექვსივე რგოლს სჭირდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და არა მისი ერთ-ერთი რგოლის კრიტიკით შემოვიფარგლოთ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. სხდომაზე კოლექტიურ შრომით დავებში ჩართულ მედიატორთა დამტკიცების საკითხები, ასევე შრომის სამართლიან პირობებზე ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლებისა და პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობები განიხილეს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმების 30-ე დანართით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელა. სხდომაზე განსახლილველად შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი იყო წარდგენილი. საქართველოში საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე ინიციატივა პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარადგინა. სათათბირო ორგანომ სხვა რიგგარეშე საკითხებიც განიხილა. სამმხრივი კომისიის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დაესწრნენ. ცნობისთვის, სამმხრივი კომისიის ფუნქციას დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვა წარმოადგენს. ბოლო შეხვედრა გასული წლის 11 აპრილს შედგა.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)