20:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 16:49:01, 1048 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გვიმრაძე: არ მიჩვენებია არც ერთი „ბომჟი“, სურათი არა ადამიანების მდგომარეობის, არამედ საზმაუს გამომსახველია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელ გიორგი გვიმრაძესა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილ წევრ ნინო დანელიას შორის შეკამათება მოხდა.

ვასილ მაღლაფერიძისა და მენეჯმენტის არასამთავრობო სექტორთან და მედია ესპერტებთან შეხვედრაზე ნინო დანელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის  მენეჯმენტის სამოქმედო გეგმიდან, ამორტიზებული მატარებლის ფოტო გაიხსენა და მას დისკრიმინაციული უწოდა.

გვიმრაძემ განმარტა, თუ  რეალურად რას ასახავს სურათზე ნაჩვენები ის ორი მატარებელი:

 "მე და თქვენს შორის პირადად  ვის რას მოკითხავს, რა არ ეპატიება და  რას გაუხსენებენ, დამერწმუნეთ, ამას ისტორია გასცემს პასუხს. ამას ამით თავი  დავანებოთ. საზოგადოება თვითონ დაინახავს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი ჩვენ ორ შორის.   იცის ქალბატონმა ნინომ, რასაც ვგულისხმობ.

რაც შეეხება მატარებელს, აღმოსავლელი ადამიანი თუ გამოვსახე, ესეიგი  ცუდია, ცუდის აღმნიშვნელია ხომ? რა დარწმუნებული ხართ, რომ მეორე მატარებელიც არ არის აღმოსავლეთში გადაღებული?! მაბრალებთ, რომ მე ისე ვუყურებ სამყაროს, რომ თურმე აღმოსავლეთი არის მხოლოდ წაწყმედა და უბედურება და ის არის  განუვითარებლობის მაგალითი და  დასავლეთია განვითარების მაგალითი? ასე ფიქრობთ, რომ ჩვენ ასე ვუყურებთ სამყაროს? კიდევ, იმ ადამიანებს მინდა მოვუწოდო, ვინც ეს სიტყვა  თქვა, ზუსტად ვიცი ის ადამიანები, სახელებითა და  გვარით, ვინც თქვა, რომ ჩვენ თურმე ჩვენი თანამშრომლები ბომჟებს შევადარეთ. უკაცრავად, მაგრამ მე არ მესმის, ვინ იყო იქ ბომჟი, არ მიჩვენებია იქ ბომჟი არც ერთი.ის სურათი  გამომხატველია იმ რკინიგზის სისტემის მდგომარეობის, რომელ რკინიგზასაც ასახავდა ის სურათი. ჩვენ საზოგადოებრივი  მაუწყებლის მდგომარეობას  გამოვსახავთ და არა  ადამიანების, რომლებიც აქ მუშაობენ. მეორე სურათი კი იმას გამოხატავს, თუ საით უნდა წავიდეთ, მოდერნიზებულ რკინიგზაში გაცილებით მეტი ადამიანია  დასაქმებული  და გაცილებით მეტ ადამიანს ემსახურება. დისკრიმინაცია იქით, რომელმაც  თქვა, რომ ჩვენ თურმე ვინმეს დავცინეთ იმის გამოხატვით, რაც გამოვხატეთ“,-განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics