|
2017-02-10 16:06:27, 2259 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო: უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას
თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილება სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული პირის (მოსარჩელის) სასარგებლოდ დასრულებულ შრომით დავას უკავშირდება. „თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება სახალხო დამცველის - უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საერთო სასამართლოებში სისტემური ხარვეზების თაობაზე, რაც უკავშირდება უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილებას სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული პირის (მოსარჩელის) სასარგებლოდ დასრულებულ შრომით დავას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უჩა ნანუაშვილის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია უშუალოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, პირადი დაინტერესების მოტივით გაკეთებული განცხადებები ემსახურება სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სახალხო დამცველის განაწყენებული პოზიცია გამოწვეულია მისი სუბიექტური დამოკიდებულებით საქმის შედეგის მიმართ. სასამართლო შეახსენებს უჩა ნანუაშვილს, რომ მისი, როგორც სასამართლო დავაში მონაწილე მხარის საჯარო გამოსვლა და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსის გათვალისწინებით. უჩა ნანუაშვილი გაკვირვებულია მითითებულ დავაზე საქმის განხილვის ვადის სიმცირით მაშინ, როდესაც შრომითი კატეგორიის დავებზე სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადა აქვს. უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ტენდენციური და უპრეცენდენტო, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული 163 ადმინისტრაციული საქმე, რომელთაგან 125 დასაქმებული პირების სასარგებლოდ გადაწყდა. სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას, მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია. უჩა ნანუაშვილის მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)