2017-02-10 16:00:13, 1238 ნახვა
საზოგადოება
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა ლაშა დოსიაშვილი, ჯემალ ავალაკი და ავთანდილ თაყაძე გუშინ, სოფელ კირბალთან დააკავეს. ისინი შეშის მოსატანად მიდიოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან