|
2017-02-10 14:40:45, 1609 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საკუთარი შენიშვნები წარადგინა. მისი განცხადებით, ახალშექმნილი სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა კანონით უზრუნველყოფილი არ არის. „დღევანდელი მოდელით და ახალი სააგენტოს შექმნით მივიღეთ გარკვეული კენტავრი. ერთი მხრივ, ჩანს, რომ სააგენტოს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება პრემიერის წინაშე აქვს, მაგრამ თუ ჩავხედავთ კონკრეტულ მაკონტროლებელ ფუნქიცებს, პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კონტროლს სააგენტოს მუშაობაზე ახორციელებს სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ანუ, რეალური დამოუკიდებლობა ამ შემოთავაზებული იდეით წარმოდგენილი სტრუქტურისა უზრუნველყოფილი არ არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ. როგორც კომიტეტის სხდომაზე ანა დოლიძემ დეპუტატებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ვარიანტის მიზანია, ერთის მხრივ შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, უზრუნველყოს ის, რომ თუ მართლაც დადგება, საკითხი, რომ ეს სააგანეტო არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, ვიცოდეთ კონკრეტულად სად არის ის ვერტიკალი, სადაც უნდა დავსვათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. "გამოვიყენოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაგალითი და გამოვიყენოთ დაზვერვის სამსახურის მაგალითი. ორივე სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება პრემიერის კონტროლს. ამ ორივე უწყებასთან დაკავშირებით არსებობს მოდელი, რომელიც მშვენივრად მუშაობს'', - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ანა დოლიძემ კომიტეტზე კანონპროექტში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის "მაგთიკომი'' წერილზე, რომელიც კომპანიამ პრეზიდენტს და პარლამენტს გაუგზავნა და რომელშიც საკუთარ შენიშვნებს და პოზიციას გამოთქვამს. "გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ამ წერილს, იმიტომ რომ იქ არის გამოხატული ძალიან ბევრი შენიშვნა კონკრეტულად იმ კომპანიებისგან, ვისაც ეკისრება ახალი ვალდებულებები ამ კანონპროექტით და როგორც წერილშია აღნიშნული კონსულტაციები მათთან არ გამართულა. გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის, რასაც ეს კომპანიები ამბობენ, ვინც უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი რაც კანოპნპროექტშია ჩაწერილი'', - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)