01:11 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 14:00:45, 1155 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან. 8 პოლიტიკური პარტია "რუსთავი 2-ზე" ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. 

მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. 

8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ "ახალი ერთობა საქართველოსთვის" მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics