|
2017-02-10 13:50:50, 1974 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ოპოზიცია უსაფრთხოების სამსახურზე მიზანმიმართილ ზეწოლას ახორციელებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიცია უსაფრთხოების სამსახურზე მიზანმიმართილ ზეწოლას ახორციელებს, რაც დაუშვებელია. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ისინი სახელმწიფო უწყების დემორალიზაციას ცდილობენ და არ ახსენდებათ ის დრო, როცა ე.წ ფარულ საგამოძიებო მოსმენებს მხოლოდ ერთი ადამიანი აკონტროლებდა და ის დევნის ორგანოდ იყო ქცეული. "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აკეთებენ ყველაფერს, რომ გარე საფრთხეები, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნისთვის უმწვავესია პრობლემაა, აგვარიდონ. ამისთვის მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში. დისკრედიტირება ამ სამსახურის, რომელსაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ავალია, დაუშვებლად მიმაჩნია. არგუმენტებით უნდა ილაპარაკონ. არგუმენტები არ აქვთ, რა უნდა თქვან. მოდელი რომელიც მათი ხელისუფლების დრო მოქმედებდა, სადაც აბსოლუტურად უკონტროლო იყო, ერთი კაცის ქვეშ იყო მოქცეული ეს სამსახური და გადაქცეული იყო ადამიანების დევნის ორგანოდ. დღეს ჩვენი სამსახურები, რომელსაც აქვს კონტროლი, მყარი გარანტიები აქვს, სასამართლო კონტროლი არის რამდენიმე დონის კოორდინირებული კონტროლი. შეიძლება კორექტირება შევიტანოთ, მარეგულირებელ კომისიას დამატებითი ფუნქციები მივცეთ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)