17:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:49:10, 1388 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: ივანიშვილი რამდენიმე წელია ცდილობს, მაქსიმალურად გააფართოვოს საკუთარი გავლენა მედიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში ვარაუდობენ, რომ მაუწყებლის განვითარების წარმოდგენილი გეგმა არა საზოგადოების, არამედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის „პირად ინტერესებზეა“ მორგებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, რაც უკავშირდება ახალი მენეჯმენტის სამ წლიან რადიკალურ გეგმას მაუწყებლის„გარდაქმნის“ შესახებ. არავინ შეიძლება იყოს რეფორმისა და განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი გეგმა არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზეა მორგებული.

ივანიშვილების ოჯახის ტელევიზიის (GDS) ყოფილი პროდიუსერისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორ ვასილ მაღლაფერიძის გეგმა ითვალისწინებს შემდეგს: ასამდე გადაცემის დახურვა, თანამშრომლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ახალი შენობა. ამასობაში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვანი მუშაობის ხანგრძლივი ვადით შეჩერება. ეს უპასუხისმგებლო კონცეფცია, საარჩევნო წელს  საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატებისა და საზოგადოებრივ –პოლიტიკური გადაცემების გარეშე გვთავაზობს, რაც მაუწყებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა იქნება.

ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არაერთხელ უღიარებია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მის მენეჯმენტში უხეშად ჩარევის სურვილები და გეგმები. გამოდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მეცხრე არხის მიერთების, ხანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოცი წლით დაფინანსების უცნაური წინადადებებით.

რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელია ცდილობს მაქსიმალურად და ბოლომდე გააფართოვოს საკუთარი გავლენა მედიაზე, რისთვისაც ყველაზე უხეშ მეთოდების გამოყენებას არ ერიდება. როგორც ცნობილია, მთელ ამ პროცესში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვითა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით დაიწყო.

საზოგადოებრივ იმაუწყებლის მიმართულებით ივნიშვილის საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე საოჯახო ტელევიზიის მიღებაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება წინა ხაზზე ბიძინა ივანიშვილისგან სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ერთად ვაიძულოთ ოლიგარქი უკან დაიხიოს. საქართველო არ არის მისი ბიზნეს–აქტივი , რომ საკუთარი ახირების შესაბამისად განკარგოს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics