17:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:12:36, 1682 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ორმა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ წარადგინა.

განხილვა ამ დროისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს, რის შემდეგაც საკითხი პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. სააგენტოს ამოცანად განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება.

სსიპ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო განისაზღვრება ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ექსკლუზიურად განმახორციელებელ ორგანოდ, როგორებიცაა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო–სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი; განისაზღვრება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობის მოსამართლის მიერ განხილვის წესი; დგინდება მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნის ვალდებულება, რომელიც უნდა განახორციელოს სააგენტომ, რის შემდეგაც იგი იწყებს სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. გათვალისწინებულია გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი, დგინდება მოსამართლის განჩინების აუცილებელი რეკვიზიტები, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტასთან და შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და მას  ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს.

სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics