17:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 12:46:35, 1561 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია ე.წ. ფარულ მოსმენებზე: გთავაზობთ ახალ სააგენტოს, რომელიც დაექვემდებარება მკაცრად განსაზღვრულ გარე კონტროლს

„ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არის მხოლოდ და მხოლოდ სერვისის განმახორციელებელი. ის არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ ბრძანება მიუვა, განახორციელეთ ფარული მიყურადება და უნდა განახორციელოს“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მან ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა და აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული ახალი უწყება - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დამოუკიდებლობის მაქსიმალური გარანტიებით არის აღჭურვილი.

„ჩვენ გთავაზობთ ახალ სააგენტოს. ეს არის საჯარო სამართის იურიდიული პირი, რომელიც იქნება მაქსიმალური დამოუკიდებლობის გარანტიებით. არ იქნება საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი, არ აქვს ინფორმაციის მოპოვების პროფესიული ინტერესი, მოქმედებს მხოლოდ სპეციალური სამსახურების და სასამართლო მიმართვის საფუძველზე, ისარგებლებს დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიებით, დაექვემდებარება მკაცრად განსაზღვრულ გარე კონტროლს. კერძოდ, ეს არის უშიშროების სამსახურთან არსებული სსიპ-ი, რომელსაც აქვს ცალკე ბიუჯეტი, ცალკე კოდი, მისი ბიუჯეტი ვერ შეიცვლება თუ მათი თანხმობა არ არის. რაც შეეხება შერჩევას, შვიდკაციანი კომისია, სადაც პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება კომისიის წევრი, ასევე სახალხო დამცველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს სამიდან ერთ კანდიდატს, რომელსაც პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ანუ, უსაფრთხოების სამსახური კომისიის მიერ გამოვლენილ იმ ერთ კანდიდატს წარუდგენს პრემიერს და პრემიერი დანიშნავს მას. ეს სააგენტო არის მხოლოდ და მხოლოდ სერვისის განმახორციელებელი ტექნიკური სააგენტო. ის არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ ბრძანება მიუვა, განახორციელეთ ფარული მიყურადება და უნდა განახორციელოს“, - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, თუ მოსამართლის ბრძანება არ სრულდება ან ხდება მანიპულაცია, ასეთ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ხუთი დონის კონტროლი.

„პირველი, გამოძიების ხელმძღვანელი პროკურორი მიმართავს სასამართლოს, როდესაც საჭიროა ვინმეს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება, მოსამართლე გასცემს ბრძანებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოსამართლის ბრძანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიდის. ბრძანების მეორე ასლი მიდის სააგენტოში. ორივე ბრძანებას ინსპექტორი ადარებს - ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც მასთან არის დამონტაჟებული. სისტემის საფუძველზე ხდება ინფორმაციების დადარება და ამის შემდეგ იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხედავს, რომ პროცესის განხორციელების დროს ხდება აქვს რაიმე ცვლილება ან მანიპულაცია, რომ ეკას მაგივრად სოფოს ტელეფონი ჩაირთო ისე, რომ ამაზე სასამართლოს ბრძანება არ არის, ამას სისტემა აჩვენებს და მას აქვს გამორთვის ფუნქცია. მას შეუძლია გამორთოს ისეთი ტექნიკური წუნის შემთხვევაშიც, როდესაც მოსამართლის განჩინებაში ან პროკურორის დადგენილებაში არასწორად წერია მონაცემები. კონტროლის მექანიზმის კიდევ არის შემდეგი - პრემიერ-მინისტრის კონტროლის, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია და ვალდებულია სააგენტოს უფროსი, წარუდგინოს ანგარიში. პარლამენტის კონტროლი - ჩვენი პროექტით ნდობის ჯგუფს ვაძლევთ სააგენტოზე კონტროლის განხორციელების მანდატს. კონტროლის კუთხით შემოდის სიახლე - ჩვენ შემოგვაქვს მესამე გასაღები, რომელიც უზენაეს სასამართლოში ერთ მოსამართლეს ექნება, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის კონტროლზე იმუშავებს. მასთან იქნება სისტემა, რომელი სისტემაც აქვს ინსპექტორს და მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვით საქმიანობას გააკონტროლებს და აქვს გამორთვის ფუნქცია. კიდევ ერთი კონტროლია აუდიტის სამსახური, რომელიც აკონტროლებს სააგენტოს. ხუთი დონის კონტროლი გვაქვს, ეს ციფრი ზოგს უყვარს, მე მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ კონტროლის სახეობების სიმრავლის თვალსაზრისით კარგია. მე არ ვიცი, კიდევ რა მაკონტროლებელი შეიძლება ჩავრთოთ. რა მოდელებიც შევისწავლეთ, იქ მე უკეთესი კონტროლის მექანიზმი ვერსად ვერ ამოვიკითხე”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics