17:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 12:01:38, 1843 ნახვა

პოლიტიკა
„საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ, თავხედი ეს“-დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძეს შორის

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც  ე.წ. ფარული მოსმენების საკითხის განხილვას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასა და „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახიძემ მოსმენების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემებს  რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ იყენებდნენ:

„გუშინ არ ვიყავი დარბაზში და ვერ შეგახსენე, რამდენი მეომარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოაცხადეთ ჯაშუშად. ცერცვაძეზე ყალბ მოთქმას თავი დაანებე, საქმეზე ილაპარაკე თუ გინდა პასუხი გაგცე, საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ, შენც ხარ მაგ სისტემის ნაწილი, და შეწყვიტე ახლა ლაპარაკი. ამას უყურე ერთი, შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ. ენა გააჩუმე ახლა.  შენ ხარ მოძალადეთა თანამონაწილე, შენს არც ერთ კითხვას პასუხს არ გავცემ, თავხედი ეს“,-მიმართა ბესელიამ ოთო კახიძეს.

„ახლა გადაეცით ცერცვაძეზე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციას. თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმება. მე გავჩუმდე და მორალის კითხვას ვუსმინო?! თქვენ ვინც გაათავისუფლეთ სია არის, კი, შკრილნიკოვი და გეორქიანი იყვნენ პატრიოტები, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოდნენ ხო? შეთითხნული იყო ხო?“,-უპასუხა ბესელიას ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, შემოთავაზებული კანონის მთავარი პრინციპი, რომ შეიქმნას ოპერატიულ-ტექნიკური  სააგენტო სუს-ის ზედამხედველობის ქვეშ, სუს-ის უფროსის დაქვემდებარებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics