|
2017-02-09 18:00:29, 2149 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა
მიმდინარე წლის 6-7 თებერვალს ქ. თბილისში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომა გაიმართა. საქართველოს მხრიდან სამუშაო ჯგუფის სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ბელარუსის მხრიდან მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი. სხდომას მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია, ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო, მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილე დიმიტრი სემენკევიჩი, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი, ასევე ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. სხდომის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარება, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზები, არსებული მდგომარეობა სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობის მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა სექტორში ერთობლივი საწარმოების გახსნის მიზანშეწონილობა და შესაძლებლობები, ბელარუსული მხარის დაინტერესება საქართველოს ზამთრის კურორტებით და ის სხვა კონკრეტული საკითხები, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. სამუშაო ჯგუფის სხდომის მსვლელობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ბელარუსის მხარეს დეტალურად გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, ასევე ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. სხდომის დასასრულს, 7 თებერვალს, მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის II სხდომის ოქმს. 7 თებერვალსვე გაიმართა სამთავრობო დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი (სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების კუთხით), საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. მხარეთა შორის დაიგეგმა სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. მხარეთა მიერ დიალოგის ამ ფორმატის შექმნაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, 2016 წლის მარტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითად მიზანს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, მათ შორის ექსპორტის ზრდა და ერთობლივი საწარმოების განვითარება წარმოადგენს. (NS)
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)