16:21 - 22 May, 2026
|
2017-02-09 16:47:03, 1101 ნახვა
სხვადასხვა
არეტა ფრანკლინი კარიერას ასრულებს
სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი სექტემბრისთვის ალბომს გამოუშვებს და შემდეგ პენსიაზე გავა, - ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი იუწყება. „მინდა გითხრათ, რომ წელს პენსიაზე გავდივარ. მანამდე ბოლო ალბომს ჩავწერ, რომელიც სექტემბრიდან გაიყიდება. ალბომის ჩაწერაში სტივი უანდერი მეხმარება. პენსიაზე გასვლის შემდეგ ძირითად დროს ჩემს საყვარელ შვილიშვილებთან გავატარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაჩერებას ვაპირებ“, - აცხადებს 75 წლის მომღერალი. არეტა ფრანკლინს, რომელიც წელს 75 წლის ხდება, უკვე მრავალი წელია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის დიდხანს უარყოფდა ინფორმაციას პანკრეასის სიმსივნის შესახებ, თუმცა მისი ამოჭრის შემდეგ აღიარა, რომ კიბო სჭირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)