|
2017-02-09 16:42:26, 1821 ნახვა
კომენტარი
სულხან სალაძე: რეიტინგი გადამწყვეტი არ არის
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის განცხადებიტ, ბორდის წევრების და გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრაზე ახალი დოკუმენტი არ წარმოდგენილა. როგორც სალაძემ აღნიშნა, პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. "როდესაც შეხვედრიდან გამოვდიოდი, საუბარი არ იყო გადასული პრობლემების მოგვარების ხედვის ნაწილზე. ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა რეიტინგზე. დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ რეიტინგი არ არის გადამწყვეტი და აუცილებელი ელემენტი. ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - ერთადერთი კრიტერიუმი. არავინ დავობს, რომ შენობა ავარიულია, რომ ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას, შესაძლებელია ოპტიმიზაციაც საჭიროა. მნიშვნელოვანია, რა არის გამოსავალი. კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადადებებია საჭირო, მენეჯმენტის მხრიდანაც. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მთავრობა პრობლემის გადაჭრის გზას თუ ეთანხმება, მიუღებელია. ვგულისხმობ მასობრივად თანამშრომლების დათხოვნას, გადაცემების დახურვას", - ამბობს სალაძე. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების და გენერალური დირექტორის შეხვედრა გრძელდება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)