2017-02-09 16:37:19, 2575 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6454 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6627 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0173 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.8290 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.8342 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან