12:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:42:03, 2386 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
Miami Herald: 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორმა, ბარაკ ობამას წერილი მიწერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-გვერდიანი წერილის ნაწილი გამოქვეყნდა, რომელის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორმა ჰალიდ შეიჰ მუჰამედმა ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Miami Herald-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჰალიდ შეიჰ მუჰამედს ამერიკის ხელისუფლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტექრატქების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს და ის სასჯელს გუანტანამოს ციხეში იხდის. 

წერილში მუჰამედი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი თავად არის დამნაშავე 11 სექტემბრის ტერაქტებში. მისი აზრით ამერიკის ხელისუფლებამ საკუთარი საგარეო პოლიტიკის გამო შედეგი მოიმკო, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდანაშაულო ადამიანები დახოცა. ტერორისტი წერს, რომ ომი დაიწყეს ამერიკამ და მისმა "დიქტატორებმა ჩვენს ქვეყანაში".

გუანტანამოს პატიმარი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას "გველის თავს" უწოდებს და ამბობს, რომ ის, იმ ქვეყნის პრეზიდენტია, "სადაც ტირანია სუფევს".

გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ მას არც სასიკვდილო განაჩენის, არც სამუდამო პატიმრობის ეშინია და შეწყალებას არასდროს მოითხოვს. ტერორისტი წერილში ხშირად ალ-ქაიდას ლიდერს, ამერიკის მიერ მოკლულ ოსამა ბინ ლადენს იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ მისი პოლიტიკა ამერიკის მიმართ სწორი იყო. 

ჰალიდ შეიჰ მუჰამედი ობამას მიმართვაში ჩამოთვლილი აქვს ამერიკის სამხედრო ჩარევის შეთხვევები უცხოეთში, "დაწყებული ერაყიდან და ირანიდან დამთავრებული ვიეტნამით და ჰიროსიმით". 

მედიის ცნობით, წერილი 2015 წლის იანვრით არის დათარიღებული. თავდაპირველად ციხის ადმინისტრაციას პატიმრის წერილის გაგზავნა არ უნდოდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში ადვოკატმა მოსამართლეს ჩარევა სთხოვა. ბრალდებულის ადვოკატი დევიდ ნევინი ამტკიცებდა, რომ მუჰამედს აქვს უფლება პრეზიდენტს მიმართოს. სამხედრო სასამართლო მას დაეთანხმა. რის შემდეგადაც, წერილი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, მოქმედ ადმინისტრაციას ცოტა ხნით ადრე გაეგზავნა. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი არ წაუკითხავს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბერს ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. საერთო ჯამში ტერაქტის შედეგად  2,996 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics