|
2017-02-09 14:04:26, 2256 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი კონტაქტი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პირველი კომუნიკაციაა. მისივე განმარტებით, შეხვედრებზე ქართული მხარე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე საკუთარ ხედვას წარუდგენს: „ეს იქნება მიხეილ ჯანელიძის პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც შედგება პირველი კონტაქტი ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა მის კოლეგა მაქს სტილერსონთან. ასევე დაგეგმილია ტრამპის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრა. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება კონგრესსა და სენატში. ეს შეხვედრები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას წარუდგინოს ჩვენი ხედვა ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე. ასევე დაიგეგმოს უახლოეს პერსპექტივაში ორმხრივი ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე კონკრეტული საქმიანობა. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავივლით ყველა საკითხს. გვაქვს აშშ-სთან თანამშრომლობის ქარტია. წელსაც დაგეგმილია ამ მიმართულებით ყველა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა“,- აღნიშნა ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)