|
2017-02-09 13:47:41, 1750 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: „ფრესკოსთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოსთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა: „გუშინდელი შემთხვევა „ფრესკოში“, მართლაც დაგვაინტერესა და ვნახეთ, არ დადასტურდა, არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია”,-აღნიშნა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, რას აკეთებს და მოქმედების რა არეალი აქვს შრომის ინსპექციას. მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური არაა, რომლებმაც ობიექტებზე უნდა იარონ, როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. „იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ აამუშაოს თავისი მანდატი, რაც 2 მიმართულებით არის, ერთია მოქალაქეების ტრეფიკინგისგან დაცვა, მეორე შრომის პირობების სისტემური ხარვეზების მონიტორინგი. ყველაფერს აქვს თავისი დადგენილი წესი, და ამ წესის მიხედვით თუ კი ეს არის შრომითი კოლექტიური დავა, ეს საერთოდ სხვა სამსახურია, ეს არის შრომითი დავების მედიაციის სამსახური, ასე, რომ თხოვნა მექნება, თუ კი წარმოიშვება შრომითი დავები, ამის შესახებ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს, და არა გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით. როდესაც საუბარია შრომით უსაფრთხოებაზე, ადამიანებს ჰგონიათ რომ შრომის ინსპექცია არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც შრომით უსაფრთხოების საკითხებს მოაგვარებს და რატომღაც სამინისტროს ჯიუტად არ სურს ამის დანახვა. შრომის უსაფრთხოების 6ეშელონიანი სისტემაა და შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი. არის ტექნიკური ზედამხედველობა და ა.შ. რაც შეეხება, შრომით დავებს. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, რაც მხოლოდ ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე წლებია ვმუშაობთ და შევათანხმეთ ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტებთან. შრომით დავას თავისი დეფინიცია აქვს და შრომის დავის მედიაციის ინიცირებასაც თავისი წესი და რიგი აქვს. ანონიმური ზარების გამო, რომ შრომის ინსპექციამ ან შრომის დავის მედიატორმა დაიწყოს ობიექტ-ობიექტ სიარული, წარმოუდგენელია. შრომითი დავების მედიაცია და შრომითი ინსპექციაც თავისი ფუნქციის მატარებელი ორგანოა, მაგრამ ისინი არ ჩაანაცვლებენ სასამართლოს. თუ ვინმეს, ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური შრომითი დავა, უნდა მიმართოს სასამართლოს. ხოლო, თუ არის კოლექტიური შრომითი დავა, ამას აქვს თვისი პროტოკოლი და უნდა მომართონ ჯანდაცვის სამინისტროს. „ბიბლუსის“ შემთხვევა არ მიეკუთვნება კოლექტიური შრომითი დავების კატეგორიას, ეს არის ინდივიდუალური შრომითი დავა, რომელსაც აქვს თავისი პროცესი, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)