2017-02-09 13:11:54, 1336 ნახვა
საზოგადოება
რიკარდ იოზვაკი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ, 29 მარტიდან შევა
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ 29 მარტიდან შევა.
გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 12 ივნისს მიიღებს.
"საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან", - წერს იოზვაკი.
მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან