|
2017-02-09 13:06:37, 2852 ნახვა
სამართალი კომენტარი
ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის მოსამართლეზე: ნაზღაიძის ოჯახს ძალიან ბინძური საჩუქარი გაუკეთეს
თბილისის საკრებულოს 15 დეპუტატი "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნაზღაიძის ოჯახს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერიამ საკრებულო შეცდომაში შეიყვანა, რათა თაღლითური გეგმით, ნატა ნაზღაიძის ოჯახს დაუმსახურებელი თანხა "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების სანაცვლოდ მიეღო. „ეს მოხდა, რა თქმა უნდა, შეგნებულად და მოხდა იმისთვის, რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრმა მიიღო სინდისის, სამართლიანობის და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით“, - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა. მისი აზრით, მოსამართლის ოჯახს "ძალიან ბინძური საჩუქარი" გაუკეთეს. როგორც საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, ოპოზიციური ძალები ერთად დგანან, როდესაც ხელისუფლება მედიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)