|
2017-02-09 13:07:27, 1757 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: რუსეთი საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხელშეკრულების ასამოქმედებლად მზად არის
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრაზე „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე იმსჯელეს. აბაშიძის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმება გაჭიანურდა, რადგან რუსულ მხარეს გარკვეული დეტალები აქვს დასაზუსტებელი. თუმცა, აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთი საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხელშეკრულების ასამოქმედებლად მზად არის "ეს გახლდათ განხილვის ერთ-ერთი საგანი. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა მუშაობა შესაბამის დოკუმენტებზე. საუბარია კონტრაქტის ტექსტზე, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა გააფორმოს შვეიცარიულ კომპანიასთან, ხოლო რუსეთის მხარემ ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს იმავე შვეიცარიულ კომპანიასთან. ის მოსაზრებები, რომ დავაგვიანეთ მუშაობა და ა.შ. აბსოლუტურად არასწორია იმიტომ, რომ ცალმხრივად ვერაფერს დავაჩქარებდით. პარალელურ რეჟიმში უნდა წავსულიყავით, რომ ეს ამოქმედდეს. რუსულ მხარეს რამდენიმე საკითხი არ აქვს გარკვეული და საბოლოოდ არ არიან ჩამოყალიბებული. ამაში გვეხმარებიან ჩვენი შვეიცარიული კომპანიები. მათაც გვთხოვეს დრო, რომ წაიმუშაონ და მივიდეთ ეტაპამდე, როდესაც დაიწყება შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია. ამჯერად, მივიღეთ პასუხი, რომ ხელშეკრულების დასაწყებად პრინციპულად მზად არიან. ველით, რომ შვეიცარიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ ეს გაურკვევლობები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ მოგვარდება. ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შვეიცარიაში წავიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, გააფორმონ კონტრაქტები, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომავალში მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის რეალიზაციას. შეთანხმებით ასეა გათვალისწინებული, რომ რუსეთის მხარეს უნდა დადგეს ერთი ტერმინალი როკის გვირაბის იქით, ყაზბეგი-ლარსის რუსეთის ტერიტორიაზე და მეორე აფხაზეთის გავლით სავაჭრო კორიდორი რომ იქნება, ამ კორიდორის ბოლოს, ანუ საზღვრის იქით მხარეს, ქართულ-რუსული საზღვრის გარკვეულ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გაწერილია ამ შეთანხმებაში. ჩვენს მხარეს, პირობითად, ზუგდიდის რაიონში, გორის რაიონში და ყაზბეგი-ლარსთან ახლოს. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები გაურკვეველი საკითხები იყო მათი მხრიდან ამაზე, მაგრამ ახლა განცდა მაქვს, რომ ფინალს ვუახლოვდებით და იმედია, ეს სამუშაო დასრულდება",- განაცხადა აბაშიძემ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია- ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე ელოდება რუსეთის მზაობას, შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)