06:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:04:33, 1826 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ცვლილებები ჯანდაცვის პროგრამაში - 2013 წლის შემდეგ, საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა პირველად მოხდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ, პირველად მოხდება  საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის  განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

თავიდანვე-2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრენ პირები, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები.

უწყების  ცნობით, პრინციპი უცვლელი რჩება. 2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა  500 ათასამდე პირი. თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა(მაგალითად დაკარგეს სამსახური და ა.შ.) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1 ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ. ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის  და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს  საყოველთაობას და  არადაზღვეული მოსახლეობისთვის  ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ცვლილებების  შედეგად, 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა  საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ  მინიმალური პაკეტით-მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი.

მეორეს მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. „საბაზისო პაკეტით“ მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის  არმქონე პირები. ანუ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ყველა ეს ცვლილება მიმართულია უკეთესი ჯანდაცვითი სერვისების მოცვისთვის. გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების  თავიდან აცილების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ.  „საბაზისო“ ან „მინიმალური“ პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც  ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ხოლო გეგმიურ  მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე.

პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics