|
2017-02-09 12:47:42, 1814 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: კარასინთან დიალოგის შემდეგ, რუსეთში ექსპორტზე 850 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღიდან, დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარ საკითხად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, 2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები განიხილეს. მისივე თქმით, კარასინთან დიალოგის შემდეგ საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 850 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსმა კოლეგამ გია ცერცვაძის საკითხზე ისაუბრა, თუმცა მათი მოლაპარაკებების ფორმატს აღნიშნული თემის განხილვას არ მოიცავს. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა კარასინს განუმარტა, რომ ქართული კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისათვის გადაცემას კრძალავს. მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი საკითხი ასევე საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება იყო. ქართული მხარე ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან საჭირო პროცედურების დასრულებას ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)