|
2017-02-09 12:44:07, 2220 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციაო, არ მითქვამს
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება პარლამენტში მივა. ამასთან, აბაშიძე ამბობს, რომ არ უთქვამს, თითქოს ვიზალიბერალზიაცია რუსეთის დამსახურებაა: „ჩვენი პარლამენტი ძალიან მიყვარს და თუ ამის საჭიროება იქნება, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემი იქ მისვლა. რაც შეეხება განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ, რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციაო, არ მითქვამს. ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ხელშემყობი ფაქტორი არის ის, რომ შევამცირეთ გარეშე საფრთხეები, მათ შორის რუსეთთან დიალოგის მეშვეობით. ეს რეალობაა",- განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)