|
2017-02-09 11:53:05, 1571 ნახვა
სხვადასხვა
15 ადგილი, რომელიც 2017 წელს უნდა მოინახულოთ
მოგზაურობის მოყვარულთათვის, მოდური გამოცემა Harpersbazaar-ი რამდენიმე ქვეყანას გირჩევთ, რომლის მონახულებაც მიმდინარე წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. გამოცემის მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის როგორც აღმოსავლეთ ევროპული ასევე სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოებია, გარდა ამისა სკანდინავიის ქვეყნები, აზიისა და აფრიკის საუკეთესო ადგილებიც. წარმოგიდგენთ 15 ადგილს, სადაც 2017 წლის შვებულების გატარება შეგიძლიათ. ახალი ზელანდიაშეუდარებელი ლანდშაფტი, სუფთა სანაპიროები და ულამაზესი მთები - ახალი ზელანდიის მონახულება წელს ნამდვილად ღირს. როგორც Harpersbazaar წერს, ის, რაც ტურისტებს განსაკუთრებით კარგად ამახსოვრდებათ და ახალი ზელანდიის კიდევ ერთხელ მონახულებას აიძულებთ, არის ღვინო და სამზარეულო - უგემრიელესი კერძები.
კანადაHarpersbazaar კანადის მონახულებას ზაფხულში გვირჩევს, ვინაიდან წელიწადის ამ დროს სამოგზაუროდ ყველაზე კარგი კლიმატური პირობებია. სექტემბრის ადრეული პერიოდისათვის მოგზაურობა ხელოვნების მოყვარულებმა უნდა დაგეგმონ, ვინაიდან სწორედ ამ დროს იმართება ტორონტოს ფილმების ფესტივალი.
ფინეთითუ ზღაპრული და არაამქვეყნიური სილამაზის ნახვა გსურთ, გეზი ფინეთისკენ უნდა აიღოთ. ჩრდილოეთის ნათება გულგრილს არცერთ ტურისტს არ ტოვებს და სწორედ ეს თავბრუდამხვევი სანახაობა გაიძულებთ, რომ ქვეყანას რამდენჯერმე ესტუმროთ.
პიტსბურგი, პენსილვანიაგაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა პიტსბურგის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდებია. ქალაქის ბარები და კაფეები განსაკუთრებულად მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის არის. ზამთარს რაც ეხება პიტსბურგში ძალიან მკაცრი კლიმატური პირობებია, ამიტომ წელიწადის ამ დროს სითბოს მოყვარულებს მგზავრობას არ გირჩევთ.
პორტუგალიაპორტუგალია წლის ყველა სეზონზე მიმზიდველია, თუმცა ზაფხული ამ ქვეყნის მოსანახულებლად ყველაზე კარგი პერიოდია.
ინდოეთიოქტომბერში სინათლის, ხოლო მარტში ფერების ფესტივალები იმართება, ამიტომ თუ მსგავსი ღონისძიებებით დაინტერესებული ბრძანდებით, 2017 წლის შვებულება ინდოეთში დაგეგმეთ.
რუანდაზამთარი, გაზაფხული და შემოდგომა, როგორც წესი, ძალიან წვიმიანია. ამიტომ ზაფხული რუანდაში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია. ის გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით, ეროვნული პარკებით. რუანდა ფლორისა და ფაუნის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია.
ისრაელიისრაელის მონახულების იდეალური პერიოდი მარტი-მაისის თვეებია. ვიზიტორმა აუცილებლად უნდა მოინახულოს თელავივი, დაისვენოს მკვდარი ზღვის სანაპიროზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გოდების კედელია, რომლის აგებაც ებრაული ტომების სულიერ ერთიანობას ისახავდა მიზნად. ისრაელი უდიდესი კულტურით, ისტორიით და გურმანებისთვის გამორჩეული საკვებით ნებისმიერი ტურისტისთვის მიმზიდველი ადგილია.
კეიფ ტაუნი, სამხრეთ აფრიკაადგილის მონახულების იდეალური პერიოდი ნოემბერი-თებერვლის თვეებია, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკაში ზაფხულია. ადრენალინის მოყვარულთათვის აქ შესაძლებელია, სერფინგი, კლდეებზე ძრომიალი და ზვიგენებთან ერთად ცურვა. კეიფ ტაუნის სამზარეულო საკმაოდ ეგზოტიკურია, თუმცა ყველას შეეძლება თავისი გემოვნების მიხედვით საკვების შერჩევა. აუცილებლად უნდა მოინახულოთ კემპ ბეის სანაპირო, რობენის კუნძული და ცაიტ მოკას მუზეუმი, რომელიც სექტემბერში იხსნება.
ვარშავა, პოლონეთივარშავა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურით, მას ხშირად „ახალი ბერლინის“ სახელით მოიხსენიებენ. ქალაქის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია.
მადაგასკარიმადაგასკარი შეუდარებელი ბუნების გარდა, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობებით, როგორიც სხვაგან არ გვხვდება. სამოგზაუროდ საუკეთესოა აპრილიდან-ნოემბრამდე პერიოდი.
იაპონიაიაპონიის მონახულების იდეალური პერიოდი შემოდგომა და გაზაფხულია. ვიზიტორს შეუძლია დაესწროს ნაციონალური კერძის, სუშის დამზადების გაკვეთილებს, სუმოს მასტერკლასებს და ორიგამის დამზადების ხელოვნება შეისწავლოს. გარდა ამისა, ტურისტებმა უნდა მოინახულონ იკაბანას ყვავილების ორანჟერეა და კანაზავას ციხესიმაგრე.
კოლუმბიაკართაგენა და ბოგოტა ის ქალაქებია, რომელიც ტურისტებს თავისი დინამიზმითა და უნიკალურობით იზიდავს, ამიტომ Harpersbazaar-იც სწორედ ამ ადგილების მონახულებას გვირჩევს. ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში შეუდარებლად მიმზიდველია. დეკემბრიდან მარტამდე პერიოდი თბილი და მშრალია, ხოლო ოქტომბრიდან ნოემბრამდე - შედარებით წვიმიანი.
შოტლანდიაადგილი, რომელიც ყოველთვის გაწყნარებს - ასე აფასებს გამოცემა შოტლანდიას. ის დატვირთულია მრავალწლოვანი ისტორიით, კულტურითა და ბუნებით. დედაქალაქ ედინბურგში მრავალ რესტორანსა და მაღაზიას ნახავთ, ხოლო გლასგოში ტურისტებს ექნებათ საშუალება მოინახულონ მუზეუმები, თეატრები და სამხატრო გამოფენები. სიძველეების მოყვარულთათვის აქ უმრავი სასახლე და ძველი ციხესიმაგრეების ნანგრევია შემორჩენილი. გამორთეთ ტელეფონები, რღმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი და წინ თავგადასავლებისკენ - წერს Harpersbazaar-ი.
სანა, ჩინეთიგამოცემა ადგილს ჩინეთის განალულუს უწოდებს. სანაპირო, თეთრი ქვიშა, გასართობი ადგილები - ეს ყველაფერი ტურისტებს დასვენების დროს მაქსიმალურ სიამოვნებას მიაღებინებს. ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ჰაინანის კუნძული, განსაკუთრებით თუ უყვართ ბალის და გოას მსგავსი დასასვენებელი ადგილი, რომლებიც მდიდრული რესტორნებით და ბარებით არის დატვირთული. ამ ადგილის მოსანახულებლად შეგიძლიათ წლის ნებისმიერი სეზონი აირჩიოთ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა კუნძულზე ივნისის თვეშია.
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|

















ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)